მოკლე პასუხები. ვრცლად — დახმარების ცენტრში.
სამი ყველაზე ხშირი მიზეზი: ტელეფონს შეტყობინების უფლება არ აქვს მიცემული; ბატარეის დამზოგი აპლიკაციას ფონში ხურავს (Xiaomi, Huawei, Samsung); ან ფილტრი ახლად დამატებულია და ჯერ საბაზისო შემოწმებაშია. ალერტები აპლიკაციაშიც ინახება — „შეტყობინებები“ ღილაკზე ყოველთვის ნახავ.
ფილტრი ჯერ პირველ შემოწმებაშია. ამ დროს ვინახავთ იმას, რაც უკვე არსებობს, და შეტყობინებას არ ვგზავნით — თორემ ახალი ფილტრი პირველივე წუთში ასობით შეტყობინებას მოგცემდა. მომდევნო შემოწმებიდან ალერტები ჩვეულებრივ დაიწყება.
ან ერთი განცხადების ბმულია (გვჭირდება ძებნის შედეგების გვერდი), ან საიტი არ არის მხარდაჭერილი, ან ბმულში ფილტრები საერთოდ არ აღმოჩნდა. მესამე შემთხვევა ყველაზე ხშირია: დააყენე ფილტრები საიტზე, დარწმუნდი რომ მისამართში გამოჩნდა, და თავიდან დააკოპირე.
იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად მოწმდება ფილტრი — ნაგულისხმევად 10 წუთში ერთხელ. ეს „აპლიკაციის პარამეტრებში“ იცვლება, ქვედა ზღვრის ფარგლებში.
კი. შემოწმებას ჩვენი სერვერი აკეთებს, არა შენი ტელეფონი — ტელეფონს მხოლოდ მზა შეტყობინება მოსდის.
დამოკიდებულია გეგმაზე — უფასოზე 2. ძველის წაშლა ადგილს ათავისუფლებს, გეგმებს კი აქ ნახავ: გეგმები და ფასები.
უფასო გეგმა ყოველთვის რჩება, ახალი ანგარიში კი საცდელი პერიოდით იწყება. ფასიან გეგმაზე გადასვლა მხოლოდ შენი თანხმობით ხდება — დეტალები: გეგმები და ფასები.
ელფოსტა, ჰეშირებული პაროლი, შენი ფილტრები და მოწყობილობის push-ტოკენი — სხვა არაფერი. აპლიკაციაში ანალიტიკის ან რეკლამის SDK არ არის. დეტალურად: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
აპლიკაციაში: ანგარიში → ანგარიშის წაშლა. ბრაუზერში: ანგარიშის წაშლის გვერდი.
თუ შესვლა ვეღარ ხერხდება — მოგვწერე giogajishvili@gmail.com და წავშლით ანგარიშს, მის ფილტრებსა და შეტყობინებების ისტორიას.