InstAlert
მთავარი
← მთავარზე

დახმარების ცენტრი

როგორ მუშაობს InstAlert — თავიდან ბოლომდე.

1. გახსენი ძებნა საიტზე

შედი ერთ-ერთ მხარდაჭერილ საიტზე და დააყენე ფილტრები ისე, როგორც ჩვეულებრივ ეძებ: მოდელი, ფასის შუალედი, ლოკაცია, წელი. მთავარია შედეგების გვერდზე დარჩე — არა ერთი კონკრეტული განცხადების გვერდზე.

  • myauto.ge — ავტომობილები და მოტო
  • myhome.ge, ss.ge, livo.ge — უძრავი ქონება
  • mymarket.ge — ტექნიკა და ნივთები
  • myparts.ge — ავტონაწილები
  • myjobs.ge — ვაკანსიები
  • copart.com — აუქციონი

2. ჩასვი ბმული აპლიკაციაში

დააკოპირე ბრაუზერის მისამართის ველიდან ბმული და აპლიკაციაში დააჭირე „ფილტრის დამატება“. ბმულში ჩაწერილ ფილტრებს თვითონ ამოვიცნობთ — ხელით არაფრის შევსება არ გჭირდება.

თუ ბმული ძალიან ფართოა (ათასობით შედეგი), არ შევინახავთ და გეტყვით: ასეთი ფილტრი წუთში ათეულობით შეტყობინებას გამოგიგზავნიდა. დაამატე ფასის ან ლოკაციის ფილტრი და თავიდან სცადე.

3. პირველი შემოწმება — შეტყობინების გარეშე

დამატებისთანავე ვინახავთ იმ განცხადებებს, რომლებიც უკვე არსებობს — მაგრამ არაფერს გამოგიგზავნით. ეს არის „საბაზისო წერტილი“: მის გარეშე ახალი ფილტრი პირველივე წუთში ასობით შეტყობინებას მოგცემდა. ამ დროს ფილტრი წერს „ჯერ შედეგის გარეშე“. შეტყობინებები მომდევნო შემოწმებიდან იწყება.

4. რაზე მიიღებ შეტყობინებას

  • ახალი განცხადება — შენს ფილტრში ისეთი განცხადება გაჩნდა, რომელიც აქამდე არსად გვინახავს.
  • ფასის დაცემა — უკვე ნანახ განცხადებას ფასი დაუწია. ძველ ფასსაც ვინახავთ, ამიტომ შეტყობინებაში ორივე ჩანს.

ერთსა და იმავე განცხადებაზე ორჯერ არ შეგაწუხებთ.

5. სიხშირე

ნაგულისხმევად ფილტრებს 10 წუთში ერთხელ ვამოწმებთ; შეცვლა „აპლიკაციის პარამეტრებში“ შეგიძლია. უფრო ხშირი შემოწმება უფრო სწრაფ ალერტს ნიშნავს, მაგრამ წყარო საიტებს ვერ დავტვირთავთ უსასრულოდ — ამიტომ აქვს ქვედა ზღვარი.

6. თუ შეტყობინება არ მოდის

  • შეამოწმე „აპლიკაციის პარამეტრები → შეტყობინებები“ — ჩართული უნდა იყოს.
  • ტელეფონის პარამეტრებში InstAlert-ს შეტყობინების უფლება უნდა ჰქონდეს.
  • Xiaomi, Huawei და Samsung აგრესიულად ხურავენ ფონურ აპებს — მიეცი InstAlert-ს ბატარეის შეზღუდვისგან გამონაკლისი.
  • ალერტები აპლიკაციაშიც ინახება: „შეტყობინებები“ ღილაკზე ყოველთვის ნახავ, რაც გამოგრჩა.

ვერ იპოვე პასუხი?

იხილე ხშირი კითხვები ან მოგვწერე giogajishvili@gmail.com.

© InstAlert · „სანამ სხვა შეიტყობს“ 🚗 myauto.ge · 🏠 myhome.ge · 🛍️ mymarket.ge · 🏘️ ss.ge · 🔨 copart.com · 🏡 livo.ge · 🔧 myparts.ge · 💼 myjobs.ge ფასები · დახმარება · კითხვები · კონფიდენციალურობა · პირობები · სიახლეები ქართული · English