InstAlert
მთავარი
← მთავარზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-08-04

რას ვინახავთ

  • ელფოსტა — შენი ანგარიშის იდენტიფიკატორი.
  • პაროლი — მხოლოდ ჰეშირებული სახით (Argon2id). ორიგინალი პაროლი არსად ინახება და ჩვენც ვერ ვნახულობთ.
  • შენახული ძებნები (ფილტრები) — საიტი, კატეგორია და ის პარამეტრები, რომლებიც თავად აირჩიე (ფასი, ლოკაცია, მოდელი და ა.შ.).
  • მოწყობილობის push-ტოკენი — რომ შეტყობინება შენს ტელეფონამდე მივიდეს.
  • პარამეტრები — შემოწმების სიხშირე, ენა, ჩუმი საათები, გამორთული წყაროები და ანგარიშის შექმნის თარიღი.
  • შესვლების ჩანაწერი — თარიღი და საიდან (აპლიკაცია თუ ვებ-გვერდი). IP-მისამართს არ ვინახავთ.

რას არ ვაგროვებთ

აპლიკაციაში არ არის ანალიტიკის, რეკლამის ან თვალთვალის არცერთი SDK. არ ვაგროვებთ ლოკაციას, კონტაქტებს, ფოტოებს, საკონტაქტო წიგნს და არანაირ საგადახდო მონაცემს.

ვის ვუზიარებთ

  • Google Firebase (FCM) — შეტყობინების მისატანად გადაეცემა მოწყობილობის ტოკენი და შეტყობინების ტექსტი (განცხადების სათაური და ფასი).
  • Hetzner — სერვერი, სადაც აპლიკაცია მუშაობს (გერმანია, ევროკავშირი).

სხვას არავის. მონაცემებს არ ვყიდით და გაცვლის საგნად არ ვაქცევთ.

მნიშვნელოვანი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, ss.ge, copart.com, livo.ge, myparts.ge და myjobs.ge-ს ჩვენი სერვერი ამოწმებს, შენი ტელეფონი კი — არა. ამ საიტებს შენი IP-მისამართი და მოწყობილობა არასდროს უჩანთ.

რამდენ ხანს

ანგარიშის მონაცემები ინახება მანამ, სანამ ანგარიში არსებობს. წაშლის მოთხოვნისას ვშლით ანგარიშს, მის ფილტრებსა და შეტყობინებების ისტორიას. განცხადებების საჯარო მონაცემები, რომლებიც 90 დღეა აღარსად ჩანს, ავტომატურად იშლება.

უსაფრთხოება

კავშირი HTTPS-ით არის დაშიფრული, პაროლები Argon2id-ით ჰეშირებული, ბაზა კი ინტერნეტიდან მიუწვდომელია.

შენი უფლებები

ანგარიშის წაშლა თავად შეგიძლია — აპლიკაციაში ანგარიშის გვერდიდან ან ბრაუზერში /account/delete-ზე; წაიშლება ანგარიში, ფილტრები, შეტყობინებების ისტორია და მოწყობილობები. მონაცემების ასლისთვის ან თუ შესვლა ვეღარ ხერხდება — მოგვწერე giogajishvili@gmail.com. აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 16 წლამდე მოზარდებისთვის.

© InstAlert · „სანამ სხვა შეიტყობს“ 🚗 myauto.ge · 🏠 myhome.ge · 🛍️ mymarket.ge · 🏘️ ss.ge · 🔨 copart.com · 🏡 livo.ge · 🔧 myparts.ge · 💼 myjobs.ge ფასები · დახმარება · კითხვები · კონფიდენციალურობა · პირობები · სიახლეები ქართული · English